Loading data...
რუსეთის რამდენიმე რეგიონში 9 მაისის აღლუმი არ გაიმართება

რუსეთის ქალაქებში კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში, რიაზანში და ფსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმები არ გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ასევე სადღესასწაულო ღონისძიებები ოკუპირებულ ყირიმშიც გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებით არის გამოწვეული. რაც შეეხება ვორონეჟს, იქ აღლუმი გაიმართება, მაგრამ სალუტი არ იქნება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საპირველმაისო დემონსტრაციებიც არ ჩატარდება, რაც, ბოლო წლებში, რუსეთში რეგულარულად ტარდებოდა.