Loading data...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვუთხარით ისრაელს, რომ ირანს არ სურს ესკალაცია

რუსეთმა იერუსალიმს განუცხადა, რომ თეირანს „არ სურს ესკალაცია“, - განაცხადა მოსკოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ირანის წინააღმდეგ.

„იყო სატელეფონო კონტაქტები რუსეთისა და ირანის ხელმძღვანელობას, ჩვენს წარმომადგენლებსა და ისრაელელებს შორის. ამ საუბრებში ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, ისრაელს ვუთხარით, რომ ირანს არ სურს ესკალაცია“, - აცხადებს ლავროვი.