Loading data...
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ჩერნიგოვში 11 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

დაღუპულთა შორის პოლიციის ლეიტენანტი ქალია. როგორც უკრაინის შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, ამჟამად სარაკეტო იერიშის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თავის მხრივ, უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსეი კულებას ინფორმაციით, დაშავებულია 50 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

„დანგრეულია 8-სართულიანი შენობა, დაზიანდა 4 მრავალსართულიანი სახლი, საავადმყოფო, უმაღლესი სასწავლებელი და ათობით ავტომობილი.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა ჩერნიგოვის ცენტრზე 17 აპრილს სამი სარაკეტო იერიში მიიტანეს.