Loading data...
რუსეთმა ირანს, შესაძლოა, „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს - The Washington Post

ოსკოვსა და თეირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიდა. მოსკოვმა, შესაძლოა, ირანს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, - ამის შესახებ RBC-Ukraine The Washington Post-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, კავშირების გაფართოებამ ხელი შეუწყო მოსკოვსა და თეირანს შორის გარიგებების დადებას, მოსკოვი მიაწოდებს მოკავშირეს თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიებს, რაც დაეხმარება თეირანს გააძლიეროს თავისი თავდაცვა ისრაელის ან შეერთებული შტატების მომავალი საჰაერო თავდასხმისგან.

ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გაურკვეველია, რამდენი სისტემა იქნა მიწოდებული და განლაგებული, მაგრამ რუსულმა ტექნოლოგიამ შეიძლება ირანი გადააქციოს ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგედ.

დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ირანს, შესაძლოა, „სუ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიჰყიდოს. რუსეთმა, ასევე, პირობა დადო, რომ ირანის სათვალთვალო თანამგზავრებს გაუწევს ტექნიკურ მომსახურებას და დაეხმარება სატელიტების კოსმოსში გამშვები რაკეტების შენებაში.

მედიის ცნობით, არ არსებობს საჯარო სამხილი, რომელიც ირანისთვის „სუ-35“-ების გადაცემას ადასტურებს.

აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის ოფიციალური პირის თქმით, გადაცემის პროცესი, შესაძლოა, ირანის მიერ თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი თანხების გადახდის შენელებამ გადადოს.

როგორც გამოცემა წერს, ირანს დიდი ხანია რუსული С-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაც სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ამ დანადგართან დაკავშირებით.

რუსეთმა განათავსა S-400 სირიაში თავისი სამხედრო ბაზების დასაცავად და ისინი პოტენციურად სასიკვდილო საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც მოქმედებენ სირიის საჰაერო სივრცეში.

„ახალი რუსული საზენიტო რაკეტები, რომლებიც განლაგებულია კლდოვან მთებში მიწისქვეშა ბაზების დასაცავად, სავარაუდოდ, ირანის საჰაერო სივრცეს უფრო საშიშ ადგილად აქცევს“, - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა ჯან კასაფოღლუმ.