Loading data...
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ნახევარი დააზიანა - კულება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. 

„რუსული ბალისტიკური რაკეტები ამ ომის ნამდვილი უბედურებაა. ბოლო დროს, ისინი ძირითადად ჩვენი ენერგეტიკული სისტემის განადგურების მიზნით გამოიყენება. 

შეიძლება ითქვას, სხვა ქვეყანა რომ დაზარალებულიყო ამ მასშტაბის ენერგეტიკული წნეხისგან, ბევრად უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე უკრაინა. ჩვენ ამას ვუმკლავდებით, რადგან ბევრი რამ ვისწავლეთ. 

თუმცა, არსებულ მდგომარეობაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ - ჩვენი ენერგეტიკული სისტემის ნახევარი დაზიანებულია, ჩვენ კი მაინც ვმართოთ ქვეყანა, ვაწარმოოთ საბრძოლო მოქმედებები და მთელი მსოფლიოსგან დახმარება შევაგროვოთ“, - აცხადებს კულება Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთის სარაკეტო შეტევების შედეგად „უკრაინის მოქალაქეები ყველაზე მეტად იტანჯებიან“.