Loading data...
რუსეთში „კროკუსის“ ტერაქტის კიდევ ერთი შესაძლო თანამზრახველი დააკავეს

რუსეთში „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის თანამზრახველი დააკავეს. ამის შესახებ TASS ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დაყრდნობით წერს

„კროკუსის ტერაქტის საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი. ამ ეტაპზე, დგინდება ტერაქტში მისი მონაწილეობა“, - აცხადებს სააგენტოს წყარო. 

კიდევ ერთი რუსული გამოცემის ცნობით, დაკავებულია ტაჯიკეთის მოქალაქე ჯუმოხონ კურბონოვი. 

ტერაქტის საქმეზე ჯამში 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 უშუალო მონაწილეობის ბრალდებით.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

ტერაქტს 144 ადამიანი ემსხვერპლა.