Loading data...
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და ორად გადატყდა

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი „ან-26“ ჩამოვარდა და ორად გადატყდა. ინციდენტი დასახლება უტრენის აეროპორტიდან 3 კმ-ში მოხდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს. 

თვითმფრინავი დაფრენისას მოულოდნელად რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პილოტებმა ავარიული დაფრენა შეძლეს.

თვითმფრინავის ბორტზე 41 ადამიანი იმყოფებოდა. არავინ დაღუპულა. დაშავდა ეკიპაჟის 2 წევრი და ერთი მგზავრი.

ინციდენტის მიზეზები უცნობია.