Loading data...
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.

როგორც მედია წერს, ელჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა.

„პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს“, - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.