Loading data...
შეძლებს თუ არა შეიარაღებული ძალები აშშ-ის დახმარების შემდეგ შეტევაზე გადასვლას? - Politico

მას შემდეგაც კი, რაც აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, გაურკვეველია, რამდენი დრო დასჭირდება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის ფრონტის ხაზზე გადატანას და გადაარჩენს თუ არა ეს დახმარება ქვეყანას რუსული შეტევისგან, - წერს Politico.

„აქტუალური კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება მარაგის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების და საჰაერო თავდაცვის სისტემების. მოხდება თუ არა ეს ყველაფერი ბოლო მომენტში, ივნისში ან ივლისში რუსეთის მოსალოდნელი შეტევის წინა დღეს? - ნათქვამია სტატიაში.

მედიის ცნობით, მთავარი პრიორიტეტია არტილერია. 

„ჩვენ ველით, რომ პრიორიტეტი იქნება არტილერია (ტყვიაწამალი და ლულები), ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ამოწურული მარაგის შესავსებად, განსაკუთრებით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნა მეთიუ სავილმა, სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსმა.

თუმცა, მისი აზრით, საარტილერიო ჭურვების სწრაფი მიწოდებაც კი არ შექმნის მყისიერ პარიტეტს (თანასწორობა), მაგრამ ხელს შეუწყობს უფსკრულის შემცირებას.

ანალიტიკოსის თქმით, დახმარება აამაღლებს უკრაინელების ბრძოლის უნარიანობას და, რაც მთავარია, მომავალ წელს წინსვლის შანსს მისცემს.

„მიუხედავად ამისა, ეს მარაგი,  არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ  უკრაინამ თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს რუსული შეტევის სავარაუდო მოახლოებამდე“ - აცხადებენ Politico-ში.