Loading data...
სომხეთში ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები აიკრძალა

სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ავეტ პოგოსიანმა განაცხადა. 

ერევანში გადაცემების - „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“, აკრძალვის მიზეზად თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების „მუდმივ დარღვევას“ ასახელებენ.

თავდაპირველად კი, 2022 წლის მარტში, სოლოვიოვის Live და „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ YouTube-ზე დაიბლოკა.