Loading data...
წყალდიდობა რუსეთში - ტიუმენის ოლქის 14 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთში, ტიუმენის ოლქის იშიმის რაიონში წყალდიდობაა, რის გამოც 14 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ TASS რაიონის გამგეობაზე დაყრდნობით წერს.

„დღეს, მოსკოვის დროით 07:00 საათიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, ტიუმენის რეგიონში მდინარეების - იშიმისა და ტობოლის დონის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი.