Loading data...
თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ - მაიკ პენსი

თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა

მან მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

„იზოლაციონიზმი არასოდეს წარმოადგენს პასუხს ტირანების მიმართ, რომლებსაც ექსპანსიონისტური ზრახვები აქვთ. მჯერა, რომ კონგრესმენების უმრავლესობას ესმის ამის. თუ პუტინი დაამარცხებს უკრაინას, ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება დრო, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ. ჩვენს კაცებს მოუწევთ ბრძოლა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, რომლის თანახმადაც ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმა ყველაზე“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.