Loading data...
უკრაინა მიწისქვეშა სამხედრო ქარხნების ქსელს ქმნის

უკრაინა მიწისქვეშა სამხედრო ქარხნების ქსელს ქმნის, რათა საკუთარი იარაღის წარმოება განაახლოს. ამის შესახებ nexta.tv გამოცემა El Mundo-ზე დაყრდნობით წერს.

ამ ინფორმაციის მიხედვით ზოგიერთი ქარხანა მიწისქვეშ მდებარეობს, ზოგიერთი კი სპეციალური დეკორაციებით არის შენიღბული.

„კიევი ცდილობს, რომ მთელი დასავლეთისთვის იარაღის წარმოების ცენტრი გახდეს. პროექტს მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხთა მინისტრი ალექსანდრე კამიშინი კურირებს“, - იუწყება El Mundo.

სტატიაში წერია, რომ უკრაინამ თავდაცვითი საწარმოების აღდგენა გადაწყვიტა, რადგანაც რუსულმა ძალებმა ომის პირველ თვეებში მას სერიოზული ზიანი მიაყენეს. ამ ქარხნების ადგილმდებარეობა სრულიად გასაიდუმლოებულია და მათი ნაწილი მიწისქვეშ მდებარეობს.

ამ საწარმოებში ამჟამად ჭურვების და რაკეტების, საზღვაო და საჰაერო დრონების წარმოება ხდება. 2023 წლის შემდეგ წარმოება სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ El Mundo-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.