Loading data...
უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას ნორვეგიასთან მოაწერს ხელს

ნორვეგია და უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. შეთანხმების მიხედვით ნორვეგია უკრაინას გრძელვადიან სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს. განცხადება ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდენმა გააკეთა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დოკუმენტის გაფორმება მომდევნო კვირას, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს შეხვედრაზე მოხდება. 2023 წელს ნორვეგიამ უკრაინას გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 7 მლრდ. ევრო გამოუყო. ის 2027 წლამდე უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.

ფრონტზე ჭურვების და საბრძოლო მასალების უკმარისობის ფონზე კიევი ევროპელ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. უკრაინამ უკვე მოაწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას დიდი ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან.