Loading data...
„უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში პაუზას არ ავიღებთ“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლეს, პროცესის პარალელურად გააგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებსაც. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ რადიოებთან ინტერვიუში განაცხადა. 

„როდესაც გვეკითხებიან, მზად ვართ თუ არა მოლაპარაკებებისთვის, პირველ რიგში ყოველთვის ამას ვიმეორებთ - მან [იგულისხმება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი] თავის თავს აუკრძალა მოლაპარაკებები. 

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა სტამბოლის შემთხვევისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების დროს საომარი მოქმედებების შეჩერებას არ ვაპირებთ“, - აცხადებს ლავროვი.