Loading data...
უკრაინულმა დრონებმა „როსნეფტის“ 2 ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ათასი ტონა ნავთობი ინახებოდა

უკრაინულმა დრონებმა ღამით რუსეთის სმოლენსკის ოლქში საწვავ-საპოხი მასალების ორი ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ტონა საწვავი ინახებოდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„შეტევის შემდეგ ბაზებზე ხანძარი გაჩნდა და იქიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა“, - აცნობეს „უნიანს“ უკრაინის უშიშროების სამსახურში.

დრონებით შეტევები ვორონეჟის და ლიპეცკის ოლქებზეც იყო მიტანილი. ვორონეჟში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიწვა.

როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ოლეგ ბელოკოლოსმა განაცხადა, უკრაინის ძალების შეტევებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე შეიძლება რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტი გამოიწვიოს. რუსეთი ამ ქარხნების აღდგენას ვერ შეძლებს, რადგანაც იქ ბევრი უცხოური წარმოების ნაწილია, რაც რუსეთს სანქციების გამო აღარ მიეწოდება. კონტრაბანდული გზით ასეთი დანადგარების ჩატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.