UNRWA-ს შეფასებით, რაფა 110 000-მდე ადამიანმა დატოვა
ახლო აღმოსავლეთში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA-ს) შეფასებით, ბოლო დღეებში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 110 000-ს მიაღწია. ისინი ძირითადად ქალაქ რაფას აღმოსავლეთ რაიონებიდან დევნილები არიან. ინფორმაციას Deutsche Welle სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის დაბომბვა „გაძლიერდა“ და ადამიანების იძულებითი გადაადგილება გრძელდება.
„UNRWA-ს შეფასებით, რაფადან უსაფრთხო გარემოს საძიებლად დაახლოებით 110 000 ადამიანი გაიქცა. თუმცა ღაზას სექტორში არსად არის უსაფრთხო ადგილი და საცხოვრებელი პირობები საშინელია. ერთადერთი იმედი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
As Israeli Forces bombardment intensifies in #Rafah, forced displacement continues.@UNRWA estimates around 110,000 people have now fled Rafah looking for safety. But nowhere is safe in the #GazaStrip & living conditions are atrocious.
— UNRWA (@UNRWA) May 10, 2024
The only hope is an immediate #Ceasefire pic.twitter.com/gZ4QwetlBF