Loading data...
ზელენსკი F-16-ებზე: ისე ველოდებით, როგორც დედა მელოდებოდა სკოლის შემდეგ, მაგრამ მე გვიან მივდიოდი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინისთვის შეპირებული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ამ ზაფხულში უკრაინაში ჩავა. 

„იცით, ჩვენ ყოველთვის ველოდებით. როგორც დედა მელოდა სკოლის შემდეგ და ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს, რომ გვიან მივსულიყავი. ეს იგივეა, მაგრამ ბევრად უფრო სერიოზული“, – აცხადებს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ყოველდღიურად 300 თვითმფრინავს იყენებს. 

„კიევს სულ მცირე 128 თვითმფრინავი სჭირდება, მანამდე რუსეთს ცის დაცვაში ვერ შევედრებით“, - აცხადებს ზელენსკი.