Loading data...
“ზომბი-ირმების დაავადება“ - აშშ-ში ორი მონადირე გარდაიცვალა

დაავადებული ირმების ხორცის მოხმარების შედეგად აშშ-ში ორი მონადირე გარდაიცვალა. დაავადებას „ზომბი ირმების“ სენს უწოდებენ და ის პრაქტიკულად 100%-ის შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

დაავადება ირმებისგან ადამიანებს გადაეცემა, 72 წლის კაცი, რომელსაც კრუნჩხვები აღენიშნებოდა, დაახლოებით ერთ თვეში გარდაიცვალა. მეორე კაცი ოდნავ მოგვიანებით დაიღუპა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დაავადებისგან წამალი ჯერჯერობით არ არსებობს.