Loading data...
ალუდა ღუდუშაური იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს დავით სიმონიას შეხვდა.

შეხვედრაზე სამსახურის გაძლიერებასა და იურიდიული სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ კონკრეტული მექანიზმები და ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ, სერვისის მიღებას გაუადვილებს. სამსახურის გაძლიერების მიზნით, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.