Loading data...
ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასიმიალიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

„ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო სამუშაოების გაძლიერებაზე კულტურის მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო იტალიის კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და ამ მხრივ მათი გამოცდილების გაზიარებას. სამომავლოდ დავსახეთ ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების გეგმები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.