Loading data...
ელისო ბოლქვაძე სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე სომხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც 19-22 მაისს არის დაგეგმილი. ვიზიტი კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის 2022 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებს განიხილავენ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.