Loading data...
ირაკლი მეძმარიაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა სპორტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ მასობრივი სპორტის განვითარებას. თურქმენეთი სამაგალითოა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. კოლეგებს შევთავაზე ერთობლივი წვრთნების საქართველოში ჩატარება, რომელიც მათ ძალიან მოეწონათ. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

საქართველოში თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის სასწავლო ვიზიტი USAID-ის პროგრამის - „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში ხორციელდება.