Loading data...
მარიამ ლაშხი აშშ-ს სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის აპარატის უფროსს, ალექს ქარნსს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების საკითხზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ- შორის სავაჭრო ურთიერთობებზე.

მარიამ ლაშხის თქმით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს ეკონომიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. ვისაუბრეთ ეკონომიკურ დიპლომატიასა და სექტორული თავისუფალი ვაჭრობის საჭიროებებზე. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრას აშშ- სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე საქართველოში აშშ- საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.