Loading data...
ნინო წილოსანი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

„სატრანსპორტო სფეროში და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით თურქმენეთთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. რა თქმა უნდა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასაც ვგეგმავთ. თურქმენეთში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტი განხორციელდა და ჩვენი სურვილია, რომ მსგავსი ვიზიტები ორმხრივ ფორმატში მომავალშიც გაგრძელდეს.

აგრეთვე ვისაუბრეთ გენდერულ თანასწორობაზე, ქალების უფლებებსა და მათ მდგომარეობაზე თურქმენეთსა და საქართველოში, აგრეთვე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგობრივ რეფორმებზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

საქართველოში თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის სასწავლო ვიზიტი USAID-ის პროგრამის - „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში ხორციელდება.