1711634993
პარლამენტი
პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების სიას აქვეყნებს
26 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
პარლამენტმა გამოაქვეყნა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტების სია. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული მეილის ([email protected]) საშუალებით 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დანართში.