Loading data...
პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.

მოტივირებული შენიშვნების თანახმად, „საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მოქმედი რედაქციები უნდა დარჩეს უცვლელი.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს კანონების პირვანდელ რედაქციას, რომლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.