Loading data...
პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძე აირჩია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძე აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ალექსანდრე ტაბატაძის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ წარადგინა.