Loading data...
რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე და ზაალ მიქელაძე თურქეთის პარლამენტის დაფუძნების 104 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები - რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე და ზაალ მიქელაძე თურქეთის პარლამენტის დაფუძნების 104 წლისთავისადმი და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე შეხვდნენ ქალაქ უნიეს მერს და სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უდიდეს მნიშვნელობას ატარებს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

პარლამენტის წევრები ქალაქ უნიეში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს.