Loading data...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ MOU-ს ურთიერთგაგების მემორანდუმს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ MOU- ურთიერთგაგების მემორანდუმს მხარი დაუჭირა.

კომიტეტს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორისკონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ (MOU) ურთიერთგაგების მემორანდუმი განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო.

მისი თქმით, ამჟამად მხარეებს შორის ძალაშია საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლის შესახებ 2008 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზე ხორციელდება არასაიდუმლო მონაცემების გაცვლა, თუმცა დღის წესრიგში დადგა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმის გაფორმება.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთთავსებადობის ამაღლების პროცესში მიზანშეწონილი გახდა საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აღნიშნული მემორანდუმის ამოქმედების შემდეგ 2008 წლის მემორანდუმი გაუქმდება და საკითხები ახალი მემორანდუმით დარეგულირდება.

წარმოდგენილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მის ფარგლებში გაცვლილი ყველა მონაცემი დაცული იქნება საერთაშორისო შეთანხმებების, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. გარდა ამისა, მხარეებმა შესაძლოა დააწესონ უსაფრთხოების დამატებითი დაცვის ზომები ეროვნული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებთან დაკავშირებით.