Loading data...
იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ამას წინ უძღოდა 11-საათიანი განხილვა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც მომხსენებელი იყო, უპასუხა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კითხვებს. 

საკომიტეტო განხილვის პარალელურად, რუსთაველის მოედანზე კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.