Loading data...
ქადაგიშვილი: ვიზალიბერალიზაცია ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ვერ დადგება. 

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე საკითხი ვერ დადგება იმ პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს აწუხებთ. ვხედავთ, რომ აქ [რეზოლუციაში] ყველაფერი ჩაყარეს. ევროპარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და რომ იტყვიან, საქართველოს წინააღმდეგ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ყველა გზავნილი ერთ რეზოლუციაში გააერთიანეს. ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.