Loading data...
მდინარაძე: 2-3 წლის წინ ორ ფეხზე მყარად რომ არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები

2-3 წლის წინ ორ ფეხზე მყარად რომ არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ხალხი გამოდის 29-ში იმიტომ, რომ ეს კანონი არ არის რუსული.

„ანტირუსული ისტერიის ფონზე, კეთდება საბოლოოდ რუსული საქმე, რომელსაც ჩვენ არ ვუშვებთ, კიდევ კარგი. ჩვენ რომ 2-3 წლის წინ ორ ფეხზე მყარად რომ არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში იქნებოდნენ რუსული ტანკები. ეს უნდოდათ. მერე ეს წამებული ვითომ ვიღაცები გაიქცეოდნენ სადღაც, ვერ გაასწრებდით ვერც ერთს, ვერც წითელ ხიდზე და ვერც აეროპორტში და იქნებოდნენ შემდეგ ვითომ სამშობლოდან გაქცეული გმირები.

ამ სისულელეებს გეგმავდნენ და ხომ ვიცით ეს ყველაფერი და დავანებოთ თავი ამ ისტერიულ კამპანიას, 29-ის ისტერიულ შიშს, რას არ კადრულობენ, საჯარო მოხელეებს როგორ ესხმიან, რას არ კადრულობენ, რომ ხალხის ხმას დაუპირისპირონ სიბინძურე. ხალხი გამოდის იმიტომ, რომ ეს კანონი არ არის რუსული, გამჭვირვალობის არისო და რუსული კანონის მხარდასაჭერადო, მეტი სიბინძურე რაღა გინდათ“, - აცხადებს მდინარაძე.