Loading data...
მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, ჩამოყალიბდით, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გულში გიყვარვართ - პაპუაშვილი მანჯგალაძეს

მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, ჩამოყალიბდით თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გულში გიყვარვართ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს პაატა მანჯგალაძეს.

„ბატონო პაატა, ჩამოყალიბდით. მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ. ჩამოყალიბდით თქვენს დამოკიდებულებაში, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ გულში გიყვარვართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.