Loading data...
„საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - ტურძელაძე ელისაშვილზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე აცხადებს, რომ გუშინდელ ქმედებაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკადრისი პასუხი ვერ მიიღო.

მისი თქმით, შესაბამისი რეაქცია ჰქონდა გუნდს ელისაშვილის მიმართ.

„მაქსიმალურად ვიკავებ თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, რაც გამოითქმის ჩვენი მისამართით ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან. გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდება, მგონი საერთო არ ყოფილა ამ პარლამენტში. შესაბამისი იყო ის რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან. საკადრისი პასუხი ვერ მიიღო, მე ასე ვფიქრობ“, - აცხადებს ტურძელაძე. 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი.