Loading data...
შალვა პაპუაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე: საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები დაზღვეული იყოს

ოპოზიციის რეაქცია, მათი სიჩუმე აჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ კრიტიკა არ აქვთ. ისინი საკუთარი დავალებების მიმცემების მიმართ შიშის გამო ვერ ბედავენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული განხილვები ადასტურებს, რომ ადამიანები ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით რისკებს ხედავენ და სურვილი აქვთ, ეს რისკები დააზღვიონ. 

„ოპოზიციის რეაქცია, მათი სიჩუმე გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ კრიტიკა არ აქვთ. ერთადერთი არის, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას იმიტომ, რომ ამ მხრივ საკუთარი დავალებების მიმცემების მიმართ გარკვეული სახის შიში და მორიდება აქვთ. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც უკვე იმ დონემდე არის მისული მდგომარეობა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება უწევთ. ლამის აბსურდამდეა მისული დისკუსიები. აღარ გავიმეორებ იმ ციტატებსა და მაგალითებს, რომლებიც არის, მაგრამ საზოგადოება და ის განხილვა, რომელიც დღეს საზოგადოებაში მიმდინარეობს, სწორედ ამას ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს. საქართველოს მოქალაქეების სურვილია, რომ ეს რისკები დაზღვეული იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.