Loading data...
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ცივი იარაღით მივიდა, დაკავებულია - შსს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე 2 პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ შორის არის ერთ-ერთი პირი, რომელიც აქციაზე ცივი იარაღით იყო მისული. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება.“, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.