Loading data...
„კანონიერმა ქურდმა“ შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

გამოძალვისთვის გასამართლებული ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი თავისუფალია.

როგორს რუსული მედია წერს,  კალაშოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა თენგიზ პაპასკუამ დაადასტურა.

მან განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაათავისუფლეს.

კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ 13 მარტს დააკმაყოფილა „შაქრო მოლოდოის“ მოთხოვნა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

ცნობისთვის, ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი“, 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს კი მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.