Loading data...
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ განცხადება რატი ამაღლობელმა გააკეთა.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. ჩვენ ველოდებით ერთი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე“, - განაცხადა აქციის წამყვანმა, რატი ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.