Loading data...
ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე, გამოიყენება სამაშველო დრონები.

არსებული ცნობით, ზვავში 40 წლამდე კაცი მოყვა.

„ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი. შს სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და,ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება“ - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

შეგახსენებთ, 28 მარტს დაბა ბაკურიანში თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა.