Loading data...
„დაახლოებით 30 ადამიანი ახდენს პროვოკაციას, აგინებენ და წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას“ - საპატრულო პოლიციის უფროსი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარედ 30 ადამიანი შეგნებულად ახდენს პროვოკაციას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პოლიციელებს აგინებენ და წინააღმდეგობას უწევენ. 

ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, მშვიდ ვითარებაში ჩაატარონ აქცია. 

„30 ადამიანია პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას - პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ... მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში“, - აცხადებს სირაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანია აქციაზე დაკავებული. 

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.