Loading data...
ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ

„საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. უფალმა დაავალა ღვთისშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, - აღნიშნა ილია მეორემ.