Loading data...
„იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე - ტელე „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე, - აღნიშნულის შესახებ ტელე „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ტელე „იმედი“ ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები. 

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს-გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“, დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - ნათქვამია განცხადებაში.