Loading data...
პარლამენტის წინ, აქციაზე პოლიციელი დაშავდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა. 

არსებული ცნობით, სამართალდამცველს სახეში ქვა მოხდა.

ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარედ 30 ადამიანი შეგნებულად ახდენს პროვოკაციას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პოლიციელებს აგინებენ და წინააღმდეგობას უწევენ.

„30 ადამიანია პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას - პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ... მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.