Loading data...
სამართალდამცველებმა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის მიერ „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს. 

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური შესასვლელი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. 

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.