Loading data...
Starring Georgia-ს ფარგლებში წელს საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოვლენ

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.

29 მარტს 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების შეძენას შეძლებთ.