Loading data...
უჩა აბაშიძე დააკავეს

სამხედრო ბლოგერი და აქტივისტი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

„უჩა აბაშიძე დაკავებულია ოფიციალურად. ამ ეტაპზე, ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს სახლში არსებული ყველანაირი იარაღი კანონიერ რეგისტრაციაში ჰქონდა.

დაკავებას წინ უძღოდა ბლოგერის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რომელიც ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს.