Loading data...
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.

სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი - განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი - ფიტნესზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტებისთვის, ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 606 000 ლარი დაიხარჯება.