Loading data...
დავით ჩიხელიძე: დღევანდელობის შეხედვაც საკმარისია, ხომ გესმით აქციის მონაწილეების ისტერიკები: „არ წავიკითხავ, არ ვიცნობ, არ მაინტერესებს“

დღევანდელობის შეხედვაც საკმარისია, ხომ გესმით აქციის მონაწილეების ისტერიკები: "არ წავიკითხავ, არ ვიცნობ, არ მაინტერესებს“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს. 

ომი მშვიდობაა, უცოდინარობა ძალაა, ასეთია აქციაზე მყოფთა დეგრადირებული აზროვნება.

ბევრს უყვარს ორუელის ხსენება, განსაკუთრებით ე.წ. ლიბერალების ფლანგიდან, რომლებიც რატომღაც ორუელის მიერ აღწერილი სიცრუისა და პროპაგანდის საზოგადოების მოდელად მხოლოდ საკუთარ მოწინააღმდეგეებს განიხილავენ და საკუთარ თვალში დირეს დანახვა არ უნდათ.

ფაქტებს შევხედოთ:

  • ომი მშვიდობაა - ეს პირველია “1984“-დან. საკუთარ სინდისში თუ ჩაიხედავს (ვისაც გააჩნია), ე.წ. ლიბერალიც უნდა მიხვდეს, ვის ინტერესში იყო რუსეთის თავდასხმის გავრცელება საქართველოზე, რათა კიდევ უფრო "ჩამოეგლიჯათ ნიღაბი" რუსეთისთვის და უფრო იოლად მიეღწიათ მიუმხრობელი ქვეყნების კონსოლიდაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ. არაფერი პირადული, ონლი ბიზნეს...საქართველოს ეს რად დაუჯდება, ჩვენს ე.წ. ლიბერალებს , რომლებიც გაკიოდნენ ბომბების წვიმა გვერჩიოსო, არ სინტერესებთ, სრულიად პრაგმატული მიზეზით - თვითონ გარანტირებული აქვთ საზღვარგარეთ გაღწევა და უზრუნველი სიცოცხლე, აქ სხვისი შვილები უნდა დაიღუპონ მაგისთვის, ისე სასურველ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ.

2. მონობა თავისუფლებააო, არწმუნებენ ხალხს "1984"-ში აღწერილი პროპაგანდისტები.ვინ გვიჩიჩინებს წლებია, რომ კუბილიუსების, ფოტიგების , იუკნევიჩინეების და დანარჩენი ყოფილი „კაგებეს“ აგენტებისა და შემდეგ სხვა სპეცსამსახურებში გადაბარგებული მექრთამეების ბრძანებები უაპელაციოდ უნდა მიიღოს საქართველომ და ეს იქნება თავისუფლება? რაც კომპარტიის პოლიტბიუროს მონობისგან მხოლოდ ტერმინოლოგიურად განსხვავდება (სხვათა შორის, კომპარტია ეროვნულ, ოჯახის, გენდერის საკითხებს გაცილებით ფაქიზად უდგებოდა). არ გახსოვთ მიშა წუთი წუთზე რომ კვდებოდა, ევროპარლამენტართა წლების წინანდელი მტკიცების მიხედვით? ალბათ უნდოდათ კიდეც ასე ყოფილიყო, მიშამ ესეც უნდა გაითვალისწინოს.

3. უცოდინარობა ძალაა.

აქ უკვე დღევანდელობის შეხედვაც საკმარისია, ხომ გესმით აქციის მონაწილეების ისტერიკები: "არ წავიკითხავ, არ ვიცნობ, არ მაინტერესებს".. როცა ცივილიზებულად ეუბნებიან რომ თუ კანონზე მსჯელობა გინდათ, მოდით მისი ტექსტი წავიკითხოთო.ანუ არცოდნაში ხედავენ აქციის ორგანიზატორები ძალის წყაროს, რომლითაც ქართული სახელმწიფო უნდა არყიონ.აი, ესაა ორუელის მიერ „1984“-ში აღწერილი სიცრუის იმპერია და არა სსრკ, რომელიც უკვე 33 წელია აღარ არსებობს და რომელსაც თითქოს დღემდე ებრძვიან უსაქმური დატრენინგებული აფერისტები“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.