Loading data...
ხაინდრავა: გამჭვირვალე ევროპის ლიდერი კაპიტანი გიგაური დასავლური ღირებულებების მცველებს შესთხოვს ურჩი სამშობლოს დასანქციებას, რაც აშშ-ს ორდენოსან ლომჯარიას მუდარასთან - დაგვბომბეთ! სრულ თანხვედრაშია!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის მოთხოვნას  დასავლეთისგან სანქციების დაწესების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„გამჭვირვალე ევროპის ლიდერი კაპიტანი გიგაური ჰუმანურობის მერაბიშვილისეული სულისკვეთებით და ბადრი ბიწაძისეული სუბორდინაციით აღვსილი დასავლური ღირებულებების ევროს მცველებს შესთხოვს ურჩი სამშობლოს დასანქციებას! რაც აშშ-ს ორდენოსან ლომჯარიას მუდარასთან - დაგვბომბეთ! სრულ თანხვედრაშია!“, - წერს გოგა ხაინდრავა.